შემიძლია მონაწილეობის მიღება?

თუ გსურთ FERVENT-1 კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის მიღება, შეავსეთ წინასწარი სკრინინგის კითხვარი, რათა ნახოთ, შეესაბამებით თუ არა საჭირო კრიტერიუმებს.

თქვენ შესაძლოა იყოთ შესაფერისი, თუ:

ხართ 18-დან 65 წლამდე ასაკის
დაგისვეს ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი ბეტა თალასემიის დიაგნოზი

გაქვთ რკინის სიჭარბე

არსებობს მონაწილეობისთვის საჭირო სხვა მოთხოვნები. ჩაგიტარდებათ სრული სამედიცინო გამოკვლევა იმის დასადგენად, შეგიძლიათ თუ არა კვლევაში ჩართვა. თუ გაქვთ სხვა შეკითხვები, გაუზიარეთ ეს ვებსაიტი თქვენს ექიმს, მასთან ერთად ამ კვლევის განსახილველად.

წინასასკრინინგო კითხვარი

შეგიძლიათ ნახოთ, აკმაყოფილებთ თუ არა ზოგიერთ მოთხოვნას, ქვემოთ მოყვანილი წინასასკრინინგო კითხვარის შევსებით. უპასუხეთ თითოეულ შეკითხვას „დიახ“ ან „არა“, შემდეგ დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს. კითხვარი სრულიად ანონიმურია — თქვენი არც ერთი პერსონალური მონაცემი არ ინახება.

კითხვარი არ შეიცავს ყველა მოთხოვნას, რომელიც კვლევაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოთ. თუ აკმაყოფილებთ ამ კვლევაში ჩართვის უფლებამოსილების კრიტერიუმებს, კვლევით ცენტრში პირველი ვიზიტის დროს გადმოგეცემათ ინფორმირებული თანხმობის ფორმა, რომელშიც მოცემული იქნება დამატებითი ინფორმაცია.

მოძებნეთ თქვენი უახლოესი კვლევითი ცენტრი

თქვენი უახლოესი კვლევითი ცენტრის მოსაძებნად შეიყვანეთ საფოსტო კოდი.

      ka_GEGeorgian

      თქვენ მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე, თქვენ, სავარაუდოდ, არ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა FERVENT-1 კლინიკურ კვლევაში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ კითხვები მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით.

      თქვენ მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე, თქვენ, სავარაუდოდ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა FERVENT-1 კლინიკურ კვლევაში. არსებობს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოთ.

      იპოვეთ და დაუკავშირდით თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე კვლევით ცენტრს.
      How valuable was the information provided on our site for you?
      😔 😀
      Please check if you would like to answer more questions about website user experience