რას წარმოადგენს FERVENT-1 კლინიკური კვლევა?
რა არის საკვლევი მკურნალობა?
საკვლევი მკურნალობა:
აღნიშნული მკურნალობა არის მონოკლონური ანტისხეულით მკურნალობა, რომელიც ტარგეტირდება სხეულში არსებულ, TMPRSS6-ის სახელით ცნობილ ცილაზე. მოცემული ცილა, სტანდარტულად, ზრდის სისხლში არსებული რკინის დონეს. საკვლევი მკურნალობით ამ ცილების ბლოკირებამ შეიძლება ორგანიზმში რკინის ჭარბი დონე შეამციროს. კვლევითი ნიშნავს იმას, რომ პრეპარატი კლინიკური კვლევების გარეთ გამოყენებისთვის არ არის დამტკიცებული.
პლაცებო:
პლაცებო გამოიყურება საკვლევი პრეპარატის მსგავსად, თუმცა არ შეიცავს ნამდვილ მედიკამენტს. მკვლევრები განსაზღვრავენ არის თუ არა საკვლევი პრეპარატი ეფექტური იმის მიხედვით, მოქმედებს თუ არა ის პლაცებოზე უკეთესად.
რას ველოდო, თუ კვლევაში მივიღებ მონაწილეობას?
კვლევაში მონაწილეობა 100%-ით ნებაყოფლობითია (თქვენი არჩევანი). თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმაზე, თუ რას უნდა ელოდოთ, ასევე თქვენს როლზე და მოვალეობებზე, თუ ჩაერთვებით FERVENT-1 კვლევაში. კვლევის დატოვება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ეს არ იმოქმედებს თქვენს სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებაზე.
როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება?
კიდევ რა უნდა ვიცოდე?
კლინიკური კვლევის დროს იქნება გამოყენებული საკვლევი პრეპარატი, რომლის უსაფრთხოება და ეფექტურობა სრულად არ არის შეფასებული მარეგულირებელი ორგანოების მიერ.