რას წარმოადგენს FERVENT-1 კლინიკური კვლევა?
ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი ბეტა თალასემიის პოტენციური მკურნალობის განვითარებაზე. FERVENT-1 წარმოადგენს კლინიკურ კვლევას, რომლის მიზანიც ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი ბეტა თალასემიის მქონე მოზრდილებში რკინის ჭარბი დონის შემცირების საკვლევი მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასებაა.
რა არის საკვლევი მკურნალობა?
საკვლევი მკურნალობა:
აღნიშნული მკურნალობა არის მონოკლონური ანტისხეულით მკურნალობა, რომელიც ტარგეტირდება სხეულში არსებულ, TMPRSS6-ის სახელით ცნობილ ცილაზე. მოცემული ცილა, სტანდარტულად, ზრდის სისხლში არსებული რკინის დონეს. საკვლევი მკურნალობით ამ ცილების ბლოკირებამ შეიძლება ორგანიზმში რკინის ჭარბი დონე შეამციროს. კვლევითი ნიშნავს იმას, რომ პრეპარატი კლინიკური კვლევების გარეთ გამოყენებისთვის არ არის დამტკიცებული.
პლაცებო:
პლაცებო გამოიყურება საკვლევი პრეპარატის მსგავსად, თუმცა არ შეიცავს ნამდვილ მედიკამენტს. მკვლევრები განსაზღვრავენ არის თუ არა საკვლევი პრეპარატი ეფექტური იმის მიხედვით, მოქმედებს თუ არა ის პლაცებოზე უკეთესად.
კვლევის ექიმის მიერ თქვენი შესაბამისობის დადასტურებისთანავე, მოხდება თქვენი შემთხვევითობის პრინციპით განაწილება, რომ მიიღოთ საკვლევი მკურნალობა ან პლაცებო. თქვენ გექნებათ 5-დან 4 შანსი, რომ მიიღებთ კვლევით მკურნალობას პლაცებოსთან შედარებით.
საკვლევი მკურნალობა ტარდება კანქვეშა ინექციის ფორმით (კანქვეშ ნემსის შეყვანით).
რას ველოდო, თუ კვლევაში მივიღებ მონაწილეობას?
კვლევაში მონაწილეობა 100%-ით ნებაყოფლობითია (თქვენი არჩევანი). თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმაზე, თუ რას უნდა ელოდოთ, ასევე თქვენს როლზე და მოვალეობებზე, თუ ჩაერთვებით FERVENT-1 კვლევაში. კვლევის დატოვება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ეს არ იმოქმედებს თქვენს სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებაზე.
კვლევაში ჩართვის შემთხვევაში გარკვეული პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ, როგორიცაა: კვლევის ვიზიტებზე დასწრება, გარკვეული ანალიზებისა და პროცედურების ჩატარება, როგორიცაა გამოსახულებითი კვლევები და სისხლის ნიმუშების აღება. თქვენი მონაწილეობა შესაძლოა დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდეს, 22-მდე კვლევის ვიზიტით.
შესაბამის მონაწილეებს შესაძლებელია ცენტრში მისვლისა და დაბრუნების საფასური აუნაზღაურდეთ. კვლევითი ცენტრის პერსონალი უზრუნველგყოფთ დამატებითი ინფორმაციით თქვენს ქვეყანაში და კვლევით ცენტრში დამტკიცებული ანაზღაურების შესახებ.
როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება?
თუ გსურთ FERVENT-1 კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის მიღება, შეგიძლიათ შეავსოთ მოკლე წინასწარი სკრინინგის კითხვარი, რათა ნახოთ, შეესაბამებით თუ არა საჭირო კრიტერიუმებს.
კიდევ რა უნდა ვიცოდე?
ისევე როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, საკვლევი პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები არსებობს. თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და კვლევაში მონაწილეობას გადაწყვეტთ, გადმოგეცემათ ინფორმირებული თანხმობის ფორმა, სადაც განმარტებულია ყველანაირი შესაძლო რისკი და გვერდითი ეფექტი. ასევე შესაძლებელია პრეპარატმა თქვენში ისეთი ეფექტი გამოიწვიოს, რომელიც ჩვენთვის უცნობია. თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტებია და მათზე მოხდება ყურადღებით დაკვირვება მთელი თქვენი მონაწილეობის პერიოდში.
სტანდარტული სამედიცინო მომსახურების გარდა შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი გამოკვლევებით და გქონდეთ წვდომა ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი ბეტათალასემიის სპეციალისტებზე. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ კვლევაში მონაწილეობის შედეგად აუცილებლად მიიღებთ რაიმე სამედიცინო სარგებელს. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, იგივე დარჩეს ან შეიძლება გაუარესდეს კიდეც. კვლევის დატოვება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით.
მოძებნეთ თქვენი უახლოესი კვლევითი ცენტრი
FERVENT-1 კლინიკური კვლევის და თქვენთვის მისი შესაფერისობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ უახლოეს კვლევით ცენტრს, სადაც თქვენ სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას.